POLITICO: გერმანიის მომავალი მთავრობა ამბობს, რომ ვიქტორ ორბანის დასჯის დრო დადგა

31.03.25 20:15
POLITICO: გერმანიის მომავალი მთავრობა ამბობს, რომ ვიქტორ ორბანის დასჯის დრო დადგა

გერმანიის მომავალი მთავრობა აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის  დასჯის დრო დადგა", - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა POLITICO ავრცელებს.

სტატიის თანახმად, ახალ მთავრობას სურს, ევროკავშირმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის უნგრეთი, რომელიც რეგულარულად არღვევს EU-ის წესებს.

POLITICO წერს, რომ გერმანიის მომავალი კანცლერის ფრიდრიხ მერცი და მათი სავარაუდო კოალიციური პარტნიორი სოციალ-დემოკრატები (SPD) შეთანხმდნენ, რომ მოითხოვონ ევროკავშირისგან დაფინანსების შეჩერება და ხმის უფლების შეჩერება იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიც კანონის უზენაესობაა.

  • გამოცემა  ამ ინფორმაციას კოალიციური შეთანხმების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც  თავად გაეცნო.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტში უნგრეთი სახელობითად ნახსენები არ იყო, თუმცა შეთანხმების პროექტში აშკარად ის იგულისხმება, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანას დემოკრატიული ნორმების დარღვევაში, პრესის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას"  "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა. ორბანს ევროპული ქვეყნების სხვა ლიდერები პრორუსულ პოლიტიკოსად თვლიან. ეს უკანასკნელი 2024 წლის ივლისში მოსკოვშიც იმყოფებოდა. ორბანი ხშირად აქებს ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს.