უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს
უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს - გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის ფონზე მიიღო.
გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწყება", - განაცხადა უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო კომუნიკაციისა და ურთიერთობების საკითხებში ზოლტან კოვაჩმა.