რუსეთიდან 100-ზე მეტი დრონით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

04.04.25 10:08
რუსეთიდან 100-ზე მეტი დრონით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

რუსეთიდან 100-ზე მეტი დრონით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, 107 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატიდან 34 - კურსკის ოლქში, 30 - ორიოლის ოლქში, 18 - ლიპეცკში, 7 - კალუგის ოლქში, 4-4 - როსტოვის ოლქსა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3-3 - ტამბოვის და მოსკოვის ოლქებში, 2 - ბრიანსკში, 1 - ვორონეჟის ოლქში და 1 - ტულაში ჩამოაგდეს.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ არხზე 04:00 საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დაზიანებულია რამდენიმე სახლი. 

მსგავსი სიახლეები