"რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, ამას მთელი მსოფლიო ხედავს" - ზელენსკი კრივოი როგზე

"რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის მიტანას.
მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქზე თავდასხმას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 6 ბავშვია.
რუსული რაკეტა ჩვეულებრივ ქალაქში. პირდაპირ ქუჩაში, სადაც საცხოვრებელი სახლებია. წინასწარი ინფორმაციით გამოიტენეს ბალისტიკა. ამ დროის მონაცემებით 14 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სულ მცირე 5 სახლია დაზიანებული. ყოველდღე რუსული დარტყმები. ყოველდღე დაღუპული ადამიანები. მხოლოდ ერთი მიზეზია იმისა, რომ ეს ყველაფერი გრძელდება: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს.
ყოველი რაკეტა, ყოველი დრონი ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი უნდა. მხოლოდ რუსეთზე მსოფლიოს ზეწოლაზე, უკრაინის გაძლიერების ყველა ძალისხმევაზე, ჩვენს საჰაერო თავდაცვით სისტემაზე, ჩვენს ძალაზე - მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ომი. ამერიკას, ევროპას, და ყველა დანარჩენს მსოფლიოში - აქვს უნარი, აიძულოს რუსეთს უარი თქვას ომსა და ტერორზე. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი: მშვიდობა საჭიროა". - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.