უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი, საკმაოდ მალე რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუბიო

04.04.25 22:19
უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი, საკმაოდ მალე რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუბიო

უკრაინელებმა აჩვენეს ცეცხლის შეწყვეტის სრული სურვილი, საკმაოდ მალე რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

NATO-ს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბრის დროს მარკო რუბიომ თქვა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მუშაობა კვლად გრძელდება.

ამ პროცესზე ვმუშაობთ. ვიზიტორი გვყავდა - ბატონი კირილი [პუტინის წარმომადგენელი]. მასთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა. ის სხვებსაც შეხვდა. რაღაც მესიჯებს წაიღებს უკან. ეს მესიჯია: შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდეს, სერიოზული ხარ თუ არა მშვიდობაზე. საბოლოოდ, პუტინს მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება; რუსეთის ფედერაციას მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, უკრაინელებმა აჩვენეს სურვილი შევიდნენ, მაგალითად, სრულ ცეცხლის შეწყვეტაში, რათა სივრცე შექმნან მოლაპარაკებისთვის. რაღაც მომენტში ძალიან მალე - ექვს თვეში არა - რუსებსა და პუტინს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, სერიოზულები არიან თუ არა მშვიდობაზე, და ვიმედოვნებ, რომ სერიოზულები არიან. მსოფლიოსთვის კარგი იქნება თუ ეს ომი დამთავრდება,” - განაცხადა რუბიომ.

მსგავსი სიახლეები