ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9ბავშვია

05.04.25 10:20
ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9ბავშვია

ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, იერიშის დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 40 კლინიკაში გადაიყვანეს.

ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა რამდენიმე ავტომობილიც.

წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისას ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. 

მსგავსი სიახლეები