Reuters: მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს

05.04.25 12:32
Reuters: მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 350-ს აჭარბებს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 350-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 354-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 4 850-ს აღწევს, ხოლო 220 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ მიანმარის სამხედრო ხუნტა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ზღუდავს.

ცნობისთვის, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები