უკრაინის გენშტაბი რუსეთის ბრალდებებს პასუხობს

05.04.25 18:48
უკრაინის გენშტაბი რუსეთის ბრალდებებს პასუხობს

უკრაინის გენერალური შტაბი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ინფორმაცია, უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სავარაუდო „დარღვევის“ შესახებ, დეზინფორმაციაა. 

უწყების განმარტებით, ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს ცრუ ბრალდებებს და ომის გახანგრძლივებას ცდილობს.

რუსული მხარის ახალი დეზინფორმაციული ბრალდებები 4 აპრილის დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 14 „შეტევის“ შესახებ გავრცელდა. „თავდასხმები“ ყალბია.

ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს ცრუ ბრალდებებს, ცდილობს ომის გახანგრძლივებასა და ადამიანის სიცოცხლეზე საკუთარი პასუხისმგებლობა გადაიტანოს უკრაინაზე.

ჩვენ ველით, რომ მსოფლიო არ მიიღებს რუსულ სიცრუეს და დაგმობს რუსეთის სასტიკ სამხედრო დანაშაულებს.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს და გვეხმარება! " - აცხადებს უკრაინა.