რუსეთის იერიშების ფონზე პოლონეთმა ავიაცია და საჰაერო თავდაცვა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა
რუსეთის იერიშების ფონზე პოლონეთმა ავიაცია და საჰაერო თავდაცვა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის შეიარღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურმა ვარშავამ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ჰაერშია აწეული გამანადგურებლები, ხმელეთზე კი რადიო ლოკაციური დაზვერვის სისტემები ჩაირთო.
შეგახსენებთ, რომ გამთეენისას რუსეთმა კიევს ბალესტიკური რეაკეტებით დაარტყა. აფეთქებებს ხანძრები მოჰყვა. დაშავებულია სამი ადამიანი.