ოკუპანტებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს - არის მსხვერპლი
პუტინის ჯარისკაცებმა გამთენიისას კიევის რამდენიმე რაიონს ბალისტიკური რაკეტებიდან ესროლეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც აფეთქების ეპიცენტრში იმყოფებოდა, დაშავდა სამი ადამიანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მედიის ცნობით, დანგრეულია ბიზნესცენტრი და ავეჯის საწარმო. დამწვარია ავტომობილები და დაუსახლებელი ტერიტორია.
უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანაში რუსების მიერ მოკლულლ იმ 19 ადამიანს გლოვობენ, რომლებიც 4 აპრილს პუტინის ტერორისტულ თავდასხმას შეეწირნენ. მოკლულებიდან 9 ბავშვი იყო, ყველაზე პატარა სამი წლის.