რუსეთი ტერორს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ამას მსოფლიო დაუშვებს - ზელენსკი
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ომის გაგრძელების და მკვლელობის სურვილს დემონსტრირებს. რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა საკმარისი არ არის, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
რუსეთზე ზეწოლა ამ დრომდე არასაკმარისია. ამას ცხადყოფს უკრაინაზე ყოველდღიური იერიშები. ამ ღამით კიევი ბალისტიკით დაბომბეს, ოლქს დრონებით შეუტიეს. იერიშები მიიტანეს, სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხმელნიცკის ოლქებზე, - დაწერს უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საჰაერო თავდასხმები მხოლოდ მატულობს.
ასე რუსეთი თავის ნამდვილ ზარხვებს ცხადყოფს - გააგრძელოს ტერორი იქამდე, ვიდრე ამას მსოფლიო დაუშვებს. გასული კვირის განმავლობაში მათ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს 1460 საავიაციო ბომბი დაუშინეს. გამოშვებული იქნა 670 დრონი და 30 რაკეტა. ისინი იმ ბავშვების წინააღმდეგ იბრძვიან, რომლებიც საბავშო მოედნებზე თამაშობენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.