პუტინის მიზანი არა მშვიდობა, არამედ ომის გაგრძელებაა - პოლონეთის საგარეო უწყება
უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშები ცხადყოფს, რომ პუტინის მიზანი არა მშვიდობა, არამედ ომის გაგრძელებაა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე.
რუსეთმა უკრაინელების მკვლელობებისთვის და ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის პასუხი უნდა აგოს. მოსკოვის ბოლო ქმედებები ცხადყოფს, რომ მის მიზანს არა მშვიდობა, არამედ ომის გაგრძელება წარმოადგენს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.