ლაიენი: EU აშშ-ს სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს

"მზად ვართ აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის".
ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის. მართლაც, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის... ეს ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, დიდ ხარჯებს იწვევს აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მათ აქვთ დიდი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.