ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება - ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.
გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა მოლაპარაკება ჩვენთან მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით! მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე მოითხოვეს ჩვენთან შეხვედრები, დაუყოვნებლივ დაიწყება", - დაწერა ტრამპმა.