ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ბელგოროდში ყოფნას ადასტურებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნას ადასტურებს.
7 აპრილს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალების სარდალმა ოლქსანდრ სირსკიმ წარუდგინა მოხსენება ფრონტზე არსებული სიტუაციისა და რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების შესახებ.
"მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა", - თქვა ზელენსკიმ.