მედია: ჩეჩნეთში კაცი პოლიციელებს დანით თავს დაესხა, დაიღუპა ერთი პოლიციელი, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი

08.04.25 13:06
მედია: ჩეჩნეთში კაცი პოლიციელებს დანით თავს დაესხა, დაიღუპა ერთი პოლიციელი, ლიკვიდირებულია თავდამსხმელი

ჩეჩნეთში,  ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული ადგილობრივი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს და მოკლა, ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელი კაციც, რომლესაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. 

ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით თავდასხმა 7 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

თავდასხმის შედეგად პოლიციელებმა ჭრილობები მიიღეს. საპასუხო ცეცხლით ადგილზე მოკლულია თავდამსხმელი" - წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

 ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მძიმედ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები