აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის
აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ის ძალაში შევა დღეს ღამით, 00:01 საათზე [ვაშინგტონის დროით], ანუ ხვალიდან”
ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტს ამის შესახებ და ის ფიქრობს, რომ ჩინეთს აშშ-სთან შეთანხმების დადება სურს.
ჩინეთის შეცდომა იყო, რომ საპასუხო [ტარიფები გამოაცხადა]. პრეზიდენტი, როდესაც ამერიკას არტყამენ, უფრო ძლიერ დარტყმას უბრუნებს.
ეს არის მიზეზი, თუ რატომაც შევა ძალაში 104%-იანი ტარიფი ჩინეთზე შუაღამით. თუმცა პრეზიდენტს სჯერა, რომ სი [ძინფინგს] და ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურთ". - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ შემოღებული სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება - 54%-დან 104%-მდე და ის აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე იმოქმედებს.