Reuters: დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა

10.04.25 10:32
Reuters: დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა

დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში სანტო-დომინგოში, პოპულარული კლუბის Jet Set-ის სახურავი მოულოდნელად ჩაინგრა იმ დროს, როდესაც იქ მერენგეს პოპულარული შემსრულებლის რუბი პერესის კონცერტი მიმდინარეობდა.

თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ მომღერალი ნანგრევების ქვეშ მოექცა, თუმცა ცოცხალი იყო. მოგვიანებით კი მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მომღერლის ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა შორისაა მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორიც. დადასტურდა ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშის დაღუპვაც.

ნგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია ისიც, თუ როდის გაიარა შენობამ ბოლო შემოწმება.

მსგავსი სიახლეები