აშშ-ის ელჩი უკრაინაში თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს

10.04.25 23:43
აშშ-ის ელჩი უკრაინაში თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.

„ელჩი ბრინკი თანამდებობიდან გადადგება. ის იქ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა, ეს დიდი დროა ომის ზონაში" - აცხადებენ სახდეპში. 

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ელჩი [ბრიჯიტ] ბრინკი უკრაინაში ელჩი სამი წელი იყო. ომის დროს, ამ სამი წლის განმავლობაში. არაჩვეულებრივად შეასრულა მოვალეობები და მას ყველაფერს კარგს ვუსურვებთ”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის გადადგომას, ბრუსმა უპასუხა: “ის სახლში ბრუნდება, კი”.