ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 6 ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ჰუდსონის მდინარესთან მოხდა. BBC წერს, რომ დაღუპულებს შორის 5 კერძო ბორტის მგზავრია, ერთი კი პილოტი.
ამერიკის საგამოძიებო ორგანოებმა უკვე დაადასტურეს, რომ გარდაცვლილია ტექნოლოგიური კომპანია "სიმენსის" აღმასრულებელი დირექტორი - ესპანეთსა და სამხრეთ ევროპაში. ავგუსტინ ესკობარი და მისი ცოლი და მცირეწლოვანი შვილები. ოჯახი ნიუ-იორკს ბარსელონადან სტუმრობდა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.