პოლიციელზე თავდასხმის გამო ჩეჩნეთში მოზარდი მოკლეს, ცხედარი კი საჩვენებლად მოედანზე გაიტანეს

11.04.25 11:53
პოლიციელზე თავდასხმის გამო ჩეჩნეთში მოზარდი მოკლეს, ცხედარი კი საჩვენებლად მოედანზე გაიტანეს

სისასტიკე კადიროვის რეჟიმის სახელით - ჩეჩნეთში 16 წლის მოზარდი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მოკლეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ქალაქის მოედანზე საჩვენებლად გაიტანეს.

ჩეჩნეთის მარიონეტი ლიდერის ქვეშევრდომები ამტკიცებენ, რომ ხუშაევმა 7 აპრილს ორი პოლიციელი დაჭრა, რომლისგანაც ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. ამის გამო მოზარდი სიკვდილით დასაჯეს.

აჩხოი-მარტანის ცენტრში ხალხიი 9 აპრილს შეკრიბეს. ქუჩებში გაიყვანეს საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეებიც, რათა მოკლული ბიჭის ცხედრისთვის ეყურებინათ.

როგორც მედია წერს, კადიროვის მორჩილი პოლიცია ტერიტორიასაც აკონტროლებდა, რათა ქუჩიდან წასვლის უფლება არავისთვის მიეცათ.

ჩეჩნეთიდან  უკვე გაასახლეს მოკლული ბიჭის ოჯახი.

მსგავსი სიახლეები