პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და დაჭრილი მებრძოლები მოინახულა

11.04.25 11:58
პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და დაჭრილი მებრძოლები მოინახულა

პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ქალაქ ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია, სადაც რუსეთთან ომში ფრონტზე დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს მკურნალობენ.

ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო და წინასწარ მედიას ანონსი არ გაუვრცელებია. ინფორმაცია ტელეგრაფმა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ომში მყოფი ქვეყანა სასექსიის ჰერცოგმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები