რუსეთმა უნდა იმოქმედოს, ბევრი ადამიანი იღუპება ამ საშინელ ომში - ტრამპი

11.04.25 20:07
რუსეთმა უნდა იმოქმედოს, ბევრი ადამიანი იღუპება ამ საშინელ ომში - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ რუსეთ-უკრაინის "საშინელ და უაზრო ომში" ბევრი ადამიანი იღუპება. 

ტრამპი რუსეთს მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

რუსეთმა უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება — ათასობით ყოველ კვირას — ამ საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!!!" - წერს დონალდ ტრამპი. 

მსგავსი სიახლეები