პუტინი ტრამპის წარმომადგენელს ხვდება
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფის ხვდება - აუდიენცია სანქტ-პეტერბურგის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა საუბარი "უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე" იქნება.