ტრამპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა აპრილის ბოლომდე მისცა - მედია

11.04.25 20:54
ტრამპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა აპრილის ბოლომდე მისცა - მედია

გამოცემა Axios-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად დრო აპრილის ბოლომდე მისცა. 

გამოცემის ცნობით, თუ ტრამპის მიერ დაწესებულ ვადამდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს და კონგრესს ახალი სასანქციო პაკეტის მიღების მოთხოვნით მიმართავს.