მედია: რუსებმა კიევს დრონებით შეუტია - არიან დაშავებულები

12.04.25 10:51
მედია: რუსებმა კიევს დრონებით შეუტია - არიან დაშავებულები

ღამით, რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დედაქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმამ დედაქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის შემდეგ ხანძარი სვიატოშინსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობას, ხოლო დარნიცკის რაიონში კერძო სახლს გაუჩნდა.

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად სვიატოშინსკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა.