ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ, ბაიდენის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ტრამპმა რუსეთის საზიანო აქტივობებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წევრებს შეატყობინა.
- საუბარია ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს აღმასრულებელ ბრძანება 14024-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც რუსულ საზიანო საგარეო აქტივობებს უკავშირდება.
მედიის ცნობით, შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფედერალურ რეესტრში უკვე შევიდა.
შეზღუდვები თავდაპირველად შეეხო რუსულ კომპანიებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც ვაშინგტონი კიბერთავდასხმებში, არჩევნებში ჩარევასა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით სანქციებს დაემატა ახალი პუნქტები, მათ შორის ფინანსური შეზღუდვები.