21 დაღუპული და 83 დაშავებული - ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს
უკრაინაში გლოვაა. სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმას 21 ადამიანი შეეწირა. პუტინის არმიამ ბზობის დღესასწაულლზე დასახლებული ტერიტორია ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ამ დროის ინფორმაციიით, დაშავებულია 83 ადგილობრივი, აქედან 7 ბავშვია.
სუმის ცენტრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა ვოლოდიმერ ზელენსკი. პრეზიდენტი წერს, რომ მხოლოდ ნაძირალას შეუძლია, ბზობის კვირას თავს დაესხას ეკლესიაში მიმავალ ადამიანებს.