"მხოლოდ ნაძირალას შეეძლო ამის გაკეთება" - ზელენსკი სუმზე სარაკეტო თავდასხმაზე

13.04.25 14:32
"მხოლოდ ნაძირალას შეეძლო ამის გაკეთება" - ზელენსკი სუმზე სარაკეტო თავდასხმაზე

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  13 აპრილის დილით, ქალაქ სუმზე რუსეთის სარაეტო იერიშებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

მტრის რაკეტები მოხვდა ჩვეულებრივ ქალაქის ქუჩებს, ჩვეულებრივ მცხოვრებლებს, სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს... და ეს იმ დღეს, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის: ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, - აღნიშნა მან.


 

"მხოლოდ ნაძირალას შეეძლო ამის გაკეთება", -  დაამატა ზენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გლოვაა. სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმას 21 ადამიანი შეეწირა. პუტინის არმიამ ბზობის დღესასწაულლზე დასახლებული ტერიტორია ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ამ დროის ინფორმაციიით, დაშავებულია 83 ადგილობრივი, აქედან 7 ბავშვია.

მსგავსი სიახლეები