ოკუპანტების იერიშები სუმზე - დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
სუმში ოკუპანტების იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის, 2 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს. იგორ კლიმენკოს ცნობით, 99-მდე გაზრდილია დაშავებულთა რიცხვიც. მისი თქმით, ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს რეაგირებისკენ და ოკუპანტზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო არ გაჩუმდეს, არაფერი მოიმოქმედოს. რუსული იერიშები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს. აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა, რატა ომი დასრულდეს და ხალხი უსაფრთხოდ იყოს. ძლიერი ზეწოლის, უკრაინის სათანადო დახმარების გარეშე რუსეთი ომს კვლავაც გააჭიანურებს. უკვე მეორე თვე გავიდა, რაც პუტინი ამერიკის პრეზიდენტის წინადადებას, შეწყვიტოს ცეცხლი, აიგნორებს, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სუმი ბზობის დღესასწაულზე დაბომბა. ცხედრები იპოვეს ქუჩაში, ბინებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტომანქანებში. ქალაქი სუმიი რამდენიმე საათი კვამლში იყო გახვეული.
ბალისტიკური რაკეტები რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ვორონეჟიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვა.