პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე - სტარმერი

13.04.25 18:12
პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე - სტარმერი

სუმზე განხორციელებულ რუსეთის სასტიკ იერიშების დიდი ბრიტანეთის პრემიერი პლატფორმა X-ზე ეხმიანება. კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ ფაქტით შეზრწუნებულია. მისი თქმით, პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე.

შეძრწუნებული ვარ სუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის საშინელი თავდასხმებით და ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი.

პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პირობების გარეშე, - წერს  კირ სტარმერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სუმი ბზობის დღესასწაულზე დაბომბა. ცხედრები იპოვეს ქუჩაში, ბინებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტომანქანებში. ქალაქი სუმიი რამდენიმე საათი კვამლში იყო გახვეული.

ოკუპანტის იერიშებს ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 99 კი დაშავდა.