"რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი" - კალასი სუმზე თავდასხმაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ოკუპანტების მიერ სუმის დაბომბვას პლატფორმა X-ზე ეხმიანება.
კაია კალასი წერს, რომ ეს რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
გულსაკლავი სცენები სუმიდან დღეს დილით, როდესაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ.
რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა, - წერს კალასი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სუმი ბზობის დღესასწაულზე დაბომბა. ცხედრები იპოვეს ქუჩაში, ბინებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტომანქანებში. ქალაქი სუმიი რამდენიმე საათი კვამლში იყო გახვეული.
ოკუპანტის იერიშებს ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 99 კი დაშავდა.