ზელენსკის მიმართვა ტრამპს: "გთხოვთ, მობრძანდით და მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“

14.04.25 10:23
ზელენსკის მიმართვა ტრამპს: "გთხოვთ, მობრძანდით და მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავს - ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია იმისთვის, რომ გაიგოს და საკუთარი თვალით ნახოს, რა ჩაიდინა პუტინმა. 

მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი,როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს.  

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები და ეკლესიები. შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.

უკრაინაში სუმის ოლქში დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით კლინიკაში რჩება 117-ი დაშავებული, აქედან 15 ბავშვია.