ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
პერუელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის სიკდვილის ამბავი შვილმა პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
ლიოსა ის ავტორი იყო, რომელიც უკომპრომისოდ იბრძოდა ავტორიტარიზმის, ძალადობის და საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების წინააღმდეგ. ამის მაგალითია მისი რომანები, პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე დაწერილი წიგნები, მაგალითად, "ვაცის ნადიმი" და "საუბარი კათედრალში".