ტაჯიკეთში მიწისძვრას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ტაჯიკეთში მიწისძვრას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დანგრეულია 30-მდე საცხოვრებელი სახლი.
მიწისძვრების სერიიდან ყველაზე ძლიერი 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა. მისი ეპიცენტრი დუშანბედან 160 კმ-ში იყო.
რაშტას და ტაჯიკაბადს რაიონების მცხოვრებლები სოციალურ ქსელში სტიქიის შედეგების ამსახველს ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ.