სუმზე თავდასხმა საშინელება იყო, მათ შეცდომა დაუშვეს - ტრამპი

14.04.25 10:51
სუმზე თავდასხმა საშინელება იყო, მათ შეცდომა დაუშვეს - ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუმზე რუსეთის იერიშებს "საშინებელას" უწოდებს. მისი თქმით, ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. 

ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია, - აცხადებს ტრამპი.

მედიის კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა "შეცდომაში", ტრამპმა ასე უპასუხა:

მათ დაუშვეს შეცდომა, მე მჯერა, რომ ასე იყო - ჰკითხეთ მათ,- განაცხადა ტრამპმა. 

ოკუპანტებმა 13 აპრილს ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო ცნობებით, დაღუპულია სულ მცირე 34 ადამიანი, დაშავდა - 117. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.