ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა
სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა.
სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლება, გლობალური არასტაბილურობის გამო, მათ შორის უკრაინაში რუსული აგრესიის გამო“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა.
ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სესხის ფარგლებში გადაცემული მეორე ტრანშია. 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის პირველი ტრანში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 6 მარტს გადასცა.