მედია: დრონებით შეტევა რუსეთის ოლქებზე, მათ შორის მოსკოვზე - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები
რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსეთის ოლქებზე, მათ შორის მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 109 უპილოტო საფრენი აპარატი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 3 - ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო - მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში.
მედიის ცნობით, რუსეთის კურსკის ოლქზე თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
რეგიონულ მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოფარეხზეც, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა.