ერაყს თავს ქვიშის ქარიშხალი დაატყდა - ადამიანებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ
ერაყში ძლიერი ქვიშისა და მტვრის ქარიშხალი მოვიდა. დაშავებულია უამრავი ადამიანი. ამის შესახებ BBC იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, სუნთქვის პრობლემებით ჰოსპიტალიზებულია 1800-მდე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია სქელი ნარინჯისფერი ნისლით დაფარული ადგილები. ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება ელექტროენერგიის გათიშვისა და ფრენების შეჩერების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხმა დაიწყო ნიღბების ტარება, ქუჩებში მედიკოსები მორიგეობენი, რათა დაეხმარონ დაზარალებულებს.
"ერაყის სამხრეთ მუთანას პროვინციაში საავადმყოფოებმა მიიღეს სულ მცირე "700 ხრჩობი შემთხვევა", - თქვა ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენელმა. 250-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს ნაჯაფის პროვინციაში, ხოლო 322 პაციენტი, მათ შორის ბავშვები, გაგზავნეს დივანიის პროვინციის საავადმყოფოებში.
კიდევ 530-მა ადამიანმა აღნიშნა სუნთქვის პრობლემები დჰი კარსა და ბასრას პროვინციებში.