კურსკის ოლქზე დრონებით იერიშები განხორციელდა - გაჩნდა ხანძრები

15.04.25 10:29
კურსკის ოლქზე დრონებით იერიშები განხორციელდა - გაჩნდა ხანძრები

რუსეთის კურსკზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა. ინფრომაციას კურსკის ოლქის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. იერიშების შედეგად 85 წლის ქალი გარდაიცვალა, დაშავებულია 9 ადამიანი.

დრონის დარტყმის შედეგად კიდევ სამი კერძო სახლი დაზიანდა. ერთ-ერთი დარტყმა სასწრაფო დახმარების ავტოფარეხზე განხორციელდა, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა - იტყობინება ოპერატიული შტაბი.

შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.