სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, შეთანხმება არ იქნება - აშშ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას არ გეგმავს

16.04.25 10:26
სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, შეთანხმება არ იქნება - აშშ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას არ გეგმავს

აშშ რუსეთის სანქციების შემსუბუქებას არ გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდა განაცხადა. ბრიუსის თქმით, ვიდრე რუსეთი ადამიანების ხოცვა-ჟლეტას განაგრძობს, შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმება ვერ მოხდება. 

რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, მდივან რუბიოს და ნებისმიერ სხვა ლიდერს შორის გამართულ დისკუსიაზე. რაც შემიძლია ვთქვა, არის შეხსენება იმისა, რაც თავიდანვე ნათელი იყო: არ იქნებოდა მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება. ხოლო ბზობის კვირის შემდეგ, ცხადია, რომ მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ ვინ არის, სინამდვილეში, მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის ერთგული. მაგრამ არ არსებობს მოლაპარაკებები ან შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია ადმინისტრაციის და ასევე მდივან რუბიოს რეგულარულ განცხადებებზე, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება. ეს არ შეცვლილა. და სანამ ეს არ შეწყდება, მსგავსი არაფერი ხდება , - თქვა ტემი ბრიუსმა. 

რუსეთმა ბზობის დღესასწაულზე უკრაინული სუმი დაბომბა.  რუსმა ოკუპანტებმა 31 ადამიანი მოკლეს. სუმში დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

ტერორისტული აქტი იმ დროს მოხდა, როცა უკრაინელები დილით ტაძარში მიდიოდნენ. მძიმეა დაჭრილების მდგომარეობაც. კლინიკებში 99 დაშავებულია შეყვანილი. 

მსგავსი სიახლეები