ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - არიანდ დაშავებულები

16.04.25 11:00
ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - არიანდ დაშავებულები

ღამით რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე უპილოტო თვითმფრინავის მასიური შეტევა განახორციელეს. გაჩნდა ხანძრები, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც ოდესის რეგიონული პროკურატურის პრესმდივანმა ირინა კოვალენკომ განაცხადა, 16 აპრილს რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას; ღამის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულია ორი მამაკაცი და ერთი ქალი: 66 წლის მამაკაცი მოტეხილობით ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო საწარმოების საწყობები, აფთიაქი, ეკლესია და მანქანები,- განაცხადა კოვალენკომ.