ტრამპი: უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმებას ხუთშაბათს ხელი მოეწერება

უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი შესაძლოა მომავალ ხუთშაბათს მოეწეროს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ამ საკითხზე შეთანხმება არსებობს.“
ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამთო მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელსაც, ვფიქრობ, ხუთშაბათს მოეწერება ხელი. მომავალ ხუთშაბათს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ამ საკითხზე“, - თქვა ტრამპმა
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება მინერალებზე უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს უნდა გაფორმებულიყო, თუმცასაჯარო დაპირისპირებამ ხელმოწერა ჩაშალა.