ოკუპანტებმა ხარკოვი ბალისტიკით დაბომბეს - დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც

18.04.25 09:44
ოკუპანტებმა ხარკოვი ბალისტიკით დაბომბეს - დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც

გამთენიისას ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. დაზარაბულთა შორის ორი ბავშვია: 4 წლის და 2,8 წლის.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ოსნოვიანსკის რაიონში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს.

გარდა ამისა, ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა: "მტრის რაკეტა მოხვდა ხარკოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. მოხვდა მაღალსართულიან შენობას. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს მოყოლილი".

ტერეხოვის ცნობით, დარტყმების შედეგად დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი.

მსგავსი სიახლეები