ფლორიდის უნივერსიტეტში მასობრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა - CNN

18.04.25 10:01
ფლორიდის უნივერსიტეტში მასობრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა - CNN

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის უნივერსიტეტში (FSU) მასობრივი სროლა მოხდა. CNN-ის ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი და სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ისინი არ იყვნენ სტუდენტები.

ადგილობრივ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული კიდევ ხუთი პაციენტია მოთავსებული.

ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პისტოლეტი, რომელიც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, თავდამსხმელის დედას ეკუთვნის. ის ლეონის ოლქის შერიფის მოადგილეა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. აღნიშნულია, რომ ის დაჭრილია, თუმცა ვინ ესროლა მას, ჯერჯერობით უცნობია.

ფლორიდის უნივერსიტეტში წელს ეს უკვე სროლის მეექვსე შემთხვევაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფლორიდაში, სულ მცირე, 30 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები