ჯორჯია მელონის თქმით, ტრამპი რომს ეწვევა და იქ "ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს"

18.04.25 10:32
ჯორჯია მელონის თქმით, ტრამპი რომს ეწვევა და იქ "ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომში ოფიციალურ ვიზიტზე დათანხმდა და იქ ყოფნისას ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც განიხილავს, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მელონის აშშ-ში ვიზიტი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სატარიფო დავის ფონზე გაიმართა და ის აღიქმებოდა, როგორც მცდელობა, ხელი შეეწყო დიალოგისა და ორ ლიდერს შორის კარგი ურთიერთობის გაძლიერებისთვის.