ცივილიზებული სამყარო რუსეთისგან ელოდება პასუხს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება - სახდეპის პრესმდივანი

ცივილიზებული სამყარო რუსეთისგან ელოდება პასუხს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. ტემი ბრიუსმა ტრამპის სიტყვები მოიშველია, რომელმაც განაცხადა, რომ "მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების და წლების შემდეგ".
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა: ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა შეწყდეს. სახელმწიფო მდივნის ნატოში ბოლო ვიზიტის დროს, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად თქვა, რომ რამდენიმე კვირაში გავიგებთ, სერიოზულად აპირებდა თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულებას. ახლა კი ცივილიზებული სამყარო ელოდებ პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი.
ამ მიზნით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ელჩი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კეიტ კელოგი დღეს პარიზში იმყოფებიან მკაფიო მოტივით: იპოვონ გზა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად. ვიზიტის მიზანი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან, არის საერთო ინტერესების ხელშეწყობა და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა,- განაცხადა ტემი ბრიუსმა.
პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინის, ამერიკისა და ევროპის დელეგაციებს შორის გუშინ მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი ესწრებოდნენ.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდნენ.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ემანუელ ბონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.