უკრაინამ და აშშ-მა ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

18.04.25 15:50
უკრაინამ და აშშ-მა ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

აშშ-მა და უკრაინამ სამომავლოდ ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, “მემორანდუმი ადასტურებს მხარეების განზრახვას და გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას“.

მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც მხარეების განზრახვას ადასტურებს და გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებასა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას”, – წერს სვირიდენკო.

მსგავსი სიახლეები