უკრაინამ ჩინურ კომპანიებს სანქციები დაუწესა
უკრაინამ სამ ჩინურ კომპანიას, რომლებიც მათი მტკიცებით, რუსეთს იარაღს აწვდიან, სანქციები დაუწესა - სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ Beijing Aviation And Aerospace Xianghui Technology Co. Ltd, Rui Jin Machinery Co. Ltd და Zhongfu Shenying Carbon Fiber Xining Co. Ltd.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აპრილს განაცხადა, რომ მის მთავრობას ჰქონდა მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არტილერიას, დენთს აწვდიდნენ და ჩინური ორგანიზაციები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეულ იარაღს აწარმოებდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზელენსკის ბრალდება უარყო.