აშშ-მა მოკავშირეებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მონახაზი წარუდგინა - მედია

19.04.25 09:59
აშშ-მა მოკავშირეებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მონახაზი წარუდგინა - მედია

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის უზრუნველსაყოფად, მოკავშირეებს მონახაზი წარუდგინა. 

გამოცემის ცნობით, გეგმის არასრული ვერსია, მათ შორის, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებასა და მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების პირობებს გულისხმობს.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთავაზებული მონახაზი, ფაქტობრივად, ომს გაყინავს და უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, კვლავ მოსკოვის კონტროლის ქვეშ დარჩება.